Accentnews.ge
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისთვის მიგ-29–ების გადაცემას არ გამორიცხავს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისთვის მიგ-29–ების გადაცემას არ გამორიცხავს

11/04/2022 18:29:50 ევროპა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა უკრაინისთვის გამანადგურებლების (MiG-29) გადაცემა არ გამორიცხა,– ამის შესახებ მან ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ჰეგერმა ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ საბჭოთა წარმოების ტექნიკა, რომელსაც ჯერ კიდევ ფლობს სლოვაკეთის არმია, ძალზე სარისკოა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია რუსული მარაგების გარეშე (რაც ბრატისლავას არ აინტერესებს), სიცოცხლისუნარიანი არ არის.

მისივე თქმით, ქვეყანა აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორებთან სლოვაკეთის საჰაერო სივრცის დასაცავად და იმედოვნებს, რომ საუბრის შედეგები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სლოვაკეთმა უკრაინას S-300 გადასცა.

სლოვაკეთის მთავრობამ ასევე დაადასტურა ინფორმაცია ბრატისლავასა და კიევს შორის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S