Accentnews.ge
„პირდაპირი, ღია და მკაცრი“: ავსტრიის კანცლერმა პუტინთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა

„პირდაპირი, ღია და მკაცრი“: ავსტრიის კანცლერმა პუტინთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა

11/04/2022 16:01:25 ევროპა

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი იყო „პირდაპირი, ღია და მკაცრი“,– იუწყება ავსტრიული გამოცემა Kurier.

"ეს არ არის მეგობრული ვიზიტი. მე ახლახან ჩამოვედი უკრაინიდან და ჩემი თვალით ვნახე განუზომელი ტანჯვა, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის დამპყრობლური ომით", - განაცხადა ნეჰამერმა პუტინთან 75 წუთიანი შეხვედრის შემდეგ.

ამ შეხვედრისას, კიევში ვიზიტისგან განსხვავებით, პრესისთვის ერთობლივი ფოტოები და განცხადებები არ ყოფილა.

კანცლერმა თქვა, რომ პუტინთან შეხვედრა მისთვის მოვალეობა იყო, რომელიც მომდინარეობს პასუხისმგებლობიდან, მიიღწეს საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ან ჰუმანიტარულ პროგრესი მაინც უკრაინაში დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

„ჩემთვის არ არსებობს ალტერნატივა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების ძიების გარდა, მიუხედავად ყველა უთანხმოებისა,"– განაცხადა კანცლერმა და დასძინა, რომ „საუბარი იყო ძალიან პირდაპირი, ღია და მკაცრი. მკაფიოდ ვისაუბრე ბუჩასა და სხვა ადგილებში მომხდარ სერიოზულ სამხედრო დანაშაულებზე და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს".

ამასთან, როგორც კანცლერმა აღნიშნა, მან პუტინს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დარჩება მანამ, სანამ უკრაინაში ხალხი იღუპება.

ნეჰამერმა ასევე მოუწოდა რუსეთს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფისკენ დაჭრილი და დაუცველი ხალხის ევაკუაციისთვის, მაგალითად, მარიუპოლიდან და სხვა ალყაში მოქცეული ქალაქებიდან.

”მაგრამ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ ეს ომი საბოლოოდ უნდა დასრულდეს, რადგან ომში მხოლოდ დამარცხებულები არიან ორივე მხარე”, - თქვა მან.

ნეჰამერი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პირველი ლიდერია, რომელიც პუტინს შეხვდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ.

როგორც მედია იუწყება, შეხვედრა თარჯიმნებისა და ასისტენტების გარეშე წარიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S