Accentnews.ge
პუტინის და ავსტრიის კანცლერის შეხვედრა თარჯიმნებისა და თანაშემწეების გარეშე მიმდინარეობს

პუტინის და ავსტრიის კანცლერის შეხვედრა თარჯიმნებისა და თანაშემწეების გარეშე მიმდინარეობს

11/04/2022 15:29:50 მსოფლიო

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

როგორც ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung აღნიშნავს, პუტინი გერმანულ ენას კარგად ფლობს და იტყობინება, რომ შეხვედრა ასისტენტებისა და თარჯიმნების გარეშე მიმდინარეობს. პუტინი და ნეჰამერი პირისპირ მოლაპარაკებებს კრემლის ბალანსზე არსებული აგარაკის ოთახში მართავენ.

შეხვედრა მედიასთან კონტაქტს არ ითვალისწინებს.

მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ კანცლერი კარლ ნეჰამერი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე „ჰუმანიტარული და პოლიტიკური ხასიათის ძალიან მკაფიო მესიჯებს“ გააჟღერებს.

„არ გვსურს, გამოუყენებელი დავტოვოთ რაიმე შესაძლებლობა. უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი, რათა დასრულდეს ჰუმანიტარული ჯოჯოხეთი უკრაინაში“,– განაცხადა დიპლომატმა და დასძინა, „ყოველი ხმა, რომელიც პრეზიდენტ პუტინს უხსნის, თუ როგორ გამოიყურება რეალობა კრემლის კედლების მიღმა, უშედეგო არ არის“.

უკრაინაში ვიზიტის დროს ნეჰამერმა განაცხადა მზადყოფნის შესახებ, მხარი დაუჭიროს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S