Accentnews.ge
ლავროვი აცხადებს, რომ მოლაპარაკების დროს რუსეთი ცეცხლს არ შეწყვეტს

ლავროვი აცხადებს, რომ მოლაპარაკების დროს რუსეთი ცეცხლს არ შეწყვეტს

11/04/2022 15:15:32 ევროპა, მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკების დროს საბრძოლო მოქმედებებში პაუზა არ იქნება.

იმავდროულად ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთი უპირატესობას დიალოგს ანიჭებს.

„პრეზიდენტმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ დიალოგს. მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, როდესაც უკრაინულმა მხარემ შემოგვთავაზა და ჩვენც დავთანხმდით შეხვედრაზე, პრეზიდენტმა გასცა ბრძანება საომარი მოქმედებების შეჩერების შესახებ. მას შემდეგ დავრწმუნდით, რომ უკრაინელები არ გეგმავდნენ საპასუხო ქმედებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის განმავლობაში არ იქნებოდა პაუზა, მანამდე ვიდრე საბოლოო შედეგი არ იქნება მიღწეული“, – განაცხადა ლავროვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S