Accentnews.ge
კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

11/04/2022 14:27:38 მსოფლიო

კანადამ რუსეთის თავდაცვის სექტორის 33 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. ამის შესახებ კანადის მთავრობის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჟოლის თქმით, კანადამ ახალი სანქციები უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრის გამო მიიღო.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს კომპანიები „პუტინის უაზრო ომის თანამონაწილენი არიან“.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანადა იქნება ლიდერი იმ საქმეში, რომ პუტინისა და მისი დამხმარეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს მათ მიერ ჩადენილი საშინელი, უკანონო და გაუმართლებელი ქმედებებისთვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S