მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული 250-მდე მღვდელი პატრიარქ კირილის გასამართლებას ითხოვს
11/04/2022 13:09:12 მსოფლიო
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 250-მდე მღვდელმა მოითხოვა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი საერთაშორისო საეკლესიო ტრიბუნალის წინაშე წარდგეს.
შესაბამისი განცხადება დეკანოზმა ანდრეი პინჩუკმა „ფეისბუქში“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, უკრაინელმა მღვდლებმა სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს პატრიარქ კირილის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომის მხარდაჭერის გამო.
ამასთან, პინჩუკმა აღნიშნა, რომ პატრიარქმა უგულებელყო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მოწოდებები ომის წინააღმდეგ და 13 მარტს ღვთისმშობლის ხატი გადასცა რუსეთის ეროვნული გვარდიის მთავარსარდალ ვიქტორ ზოლოტოვს. როდესაც ზოლოტოვმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „ნაცისტები“ უწოდა, რუსეთის პატრიარქს არანაირი წინააღმდეგობა არ გამოუთქვამს.


