Accentnews.ge
ხორვატიიდან რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს აძევებენ

ხორვატიიდან რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს აძევებენ

11/04/2022 12:54:15 მსოფლიო

ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ჩადენილი სისასტიკის გამო,– იუწყება Reuters.

როგორც განიმარტა, გაძევებულთაგან 18 დიპლომატია.

შესაბამისი ნოტა რუსეთის ელჩს გადაეცა.

„რუსულმა მხარემ გამოაცხადა ზაგრებში რუსეთის საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის შემცირების შესახებ “, - ნათქვამია ხორვატიის საგარეო უწყების განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სხვადასხვა ქვეყნებმა 400–ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S