Accentnews.ge
BBC: "გადავამოწმეთ უკრაინაში დაღუპული 1083 რუსი სამხედროს ვინაობა, მათგან 10 პოლკოვნიკია, 20 პოდპოლკოვნიკი და 31 მაიორი"

BBC: "გადავამოწმეთ უკრაინაში დაღუპული 1083 რუსი სამხედროს ვინაობა, მათგან 10 პოლკოვნიკია, 20 პოდპოლკოვნიკი და 31 მაიორი"

11/04/2022 12:05:53 მსოფლიო

BBC–ის ცნობით, გამოცემამ ამ დროისთვის შეძლო უკრაინაში დაღუპული 1083 რუსი სამხედროს ვინაობი გადამოწმება.

როგორც BBC იუწყება, მსხვერპლთა შორის 20%-ზე მეტი ოფიცერია, მათ შორის 10 პოლკოვნიკია, 20 პოდპოლკოვნიკია, 31 მაიორი და 155 უმცროსი ოფიცერი.

BBC–ს ცნობით, რუსეთმა დაკარგა რამდენიმე საუკეთესო სპეციალისტი, მათ შორის ელიტარული სპეცძალების ჯარისკაცები, მაღალკვალიფიციური პილოტები და რამდენიმე გამოცდილი სამხედრო მეთაური.

"გარდა ამისა, რუსეთის დანაკარგის დაახლოებით 15% არის მედესანტეები იმ ქვედანაყოფებიდან, რომლებიც რუსული არმიის ელიტად ითვლება", – დასძენს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებრვლიდან აწარმოებს. რუსულ მხარეს დანაკარგების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ გამოუქვეყნებია, თუმცა კრემლში ცოტა ხნის წინ აღიარეს, რომ დანაკარგები დიდია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S