
„S-300 არ განადგურებულა“ – სლოვაკეთის პრემიერი მოსკოვს ტყუილში ამხელს
11/04/2022 11:51:14 ევროპა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინას მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300 განადგურდა.
"სლოვაკეთი კატეგორიულად უარყოფს რუსულ პროპაგანდას იმის თაობაზე, რომ უკრაინაში S-300 თავდაცვითი სისტემა განადგურდა. ეს არის სიცრუე. ოფიციალურად დადასტურებულია უკრაინის მიერ", - წერს ჰეგერი „ტვიტერზე“.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ირწმუნებოდა, რომ რუსულმა ძალებმა ევროპული ქვეყნის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემები გაანადგურეს.
მისი ცნობით, განადგურებულია 4 ზემოთხსენებული სისტემა, რომელიც "უკრაინის ქალაქ დნიპროს გარეუბანში იყო დამალული".
თავდაცვის უწყებას არ დაუკონკრეტებია, რომელ ევროპულ ქვეყანაზე იყო საუბარი, თუმცა ცნობილია, რომ უკრაინას S-300–ები სლოვაკეთმა გადასცა.