
პოლონელი მესაზღვრეები ბელარუსი სამხედროების მხრიდნ თავდასხმის შესახებ იუწყებიან
11/04/2022 11:43:39 ევროპა
პოლონელი მესაზღვრეები ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების შესვლის მცდელობისა და ბელარუსი სამხედროების მხრიდან თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
როგორც პოლონეთის სასაზღვრო სამსახური Twitter-ზე წერს, 10 აპრილს 37 უცხოელმა სცადა არალეგალურად შესვლა პოლონეთის ტერიტორიაზე, შუაღამის შემდეგ კი პოლოვცე-პეშჩატკას სასაზღვრო პუნქტზე პოლონელ პატრულს ბელარუსი ჯარისკაცები ორჯერ დაესხნენ თავს – ისინი ქვებს ისროდნენ.
იუწყებიან, რომ დაშავდა სასაზღვრო სამსახურის ოფიცერი და პოლონეთის არმიის ჯარისკაცი, დაზიანდა სასაზღვრო სამსახურის მანქანა.
გასულ კვირას პოლონეთში ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი ბელარუსი დააკავეს. ისინი სამხედრო დანადგარების შესახებ მონაცემებს აგროვებდნენ.