ბაიდენი მოდისთან შეხვედრას გამართავს
11/04/2022 11:34:14 მსოფლიო
დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვირტუალურ შეხვედრას გამართავს ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან.
როგორც დასავლური მედია იუწყება, ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ინდოეთის პოზიციით უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშრებით.
ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან მიმართებით ინდოეთის პოზიციას "არამყარს" უწოდებს.
ინდოეთი დღემდე თავს იკავებს უკრაინაში რუსეთის ქმედებების დაგმობის ტაობაზე მიღებული გაერო–ს რეზოლუციებისთვის ხმის მიცემისგან.


