Accentnews.ge
„თავის მართლების დრო არაა, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება!“ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„თავის მართლების დრო არაა, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება!“ – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

11/04/2022 11:31:45 ევროპა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება სამხედრო მხარდაჭერა რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად,– ამის შესახებ, Bild–ის ცნობით, ბერბოკმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

"ერთი რამ ცხადია: უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო აქტივები, განსაკუთრებით მძიმე იარაღი. ახლა თავის მართლების დრო არაა. ჩვენ გვჭირდება კრეატიულობა და პრაგმატიზმი, რომ ასევე მხარი დავუჭიროთ უკრაინას მძიმე იარაღით", - თქვა ბურბოკმა და დასძინა, რომ „არსებობს მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ“.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესტაგმა შესთავაზა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს გერმანული Marder-ის ჯავშანტრანსპორტიორების ნაცვლად უკრაინას მიეწოდებინათ საბჭოთა იარაღი. მანამდე გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა აპირებს გერმანული Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანების შეძენას უშუალოდ მწარმოებლისგან.

თავის მხრივ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მთელი ძალით ცდილობს, ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიების გამოყენებით.

მანამდე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ სლოვაკეთის მიერ უკრაინას მიწოდებული საჰაერო თავდაცვის სისტემა S-300 გაანადგურა, რასაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი არ ადასტურებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S