Accentnews.ge
ევროკავშირის წევრმა პირველმა ქვეყანამ გაგზავნა უკრაინაში სპეციალისტები რუსული სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად

ევროკავშირის წევრმა პირველმა ქვეყანამ გაგზავნა უკრაინაში სპეციალისტები რუსული სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად

11/04/2022 11:09:59 ევროპა

საფრანგეთიდან სპეციალისტები ჩავიდნენ უკრაინაში, რათა დაეხმარონ ქვეყნის ხელისუფლებას რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში,– ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა უკრაინაში ეტიენ დე პონსინმა Twitter-ზე დაწერა.

"სიამაყით მივესალმებით ლვოვში ტექნიკური და სამეცნიერო ჟანდარმების რაზმს, რომლებიც მოვიდნენ თავიანთი უკრაინელი ძმების დასახმარებლად კიევის ირგვლივ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებაში. საფრანგეთი პირველია, რომელიც ასეთ დახმარებას გაწევს", - წერს ელჩი.

მისივე თქმით, სპეციალისტები მუშაობას 12 აპრილიდან შეუდგებიან.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 11 აპრილს შეხვდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს კარიმ ხანს, რათა განეხილათ გამოძიება უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკესთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, 2 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინას შესთავაზა ევროპელი სპეციალისტების მხარდაჭერა რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო დანაშაულების დოკუმენტირებაში.

ბრიტანეთმა გამოყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოცდილი მოსამართლე, რომელიც პროცესში უკრაინას კონსულტირებას გაუწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S