მედია – "Societe Generale" რუსეთს ტოვებს და "Rosbank"–ს ყიდის
11/04/2022 09:59:19 მსოფლიო
Societe Generale -მა განაცხადა, რომ შეწყვეტს საბანკო და სადაზღვევო საქმიანობას რუსეთში და "Rosbank"–ს გაყიდის, - იუწყება WSJ.
ფრანგულმა ბანკმა განაცხადა, რომ "Rosbank"–ის და რუსეთის სადაზღვევო შვილობილი კომპანიის მთელ წილს "Rosbank"–ის წინა აქციონერს "Interros Group"-ს გადასცემს.
SocGen-მა თქვა, რომ ბანკის გადაფორმება დაახლოებით 2 მილიარდ ევრომდე დაჯდება, რაც 2,18 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.მისი ცნობით, ტრანზაქცია სავარაუდოდ, დაიხურება უახლოეს კვირებში.


