Accentnews.ge
"მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა"

"მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა"

11/04/2022 09:50:22 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მან სამხრეთ კორეის პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსებს სურთ, მარიუპოლი გაანადგურონ.

"ყველაზე უარესი სიტუაციაა მარიუპოლში... მარიუპოლი განადგურებულია. ათი ათასობით დაიღუპა იქ. რუსები არ წყვეტენ შეტევას. მათ სურთ მარიუპოლი დემონსტრაციულად განადგურებულ ქალაქად აქციონ", -აღნიშნა ზელენსკიმ.

რუსეთის იკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. ქალაქი ოკუპანტებს 1 მარტიდან ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული. მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S