Accentnews.ge
"ომში გადასარჩენად უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება უცხოეთიდან"

"ომში გადასარჩენად უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება უცხოეთიდან"

11/04/2022 09:48:04 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის ქვეყანას უცხოეთიდან მეტი დახმარება სჭირდება საიმისოდ, რომ გადარჩეს ომში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მის წინააღმდეგ.

11 აპრილს სამხრეთ კორეის პარლამენტის წინაშე ვიდეოკავშირით გამოსვლისას ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთი არ შეაჩერებს თებერვლის ბოლოს დაწყებულ ინტერვენციას, თუკი მას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აიძულებს.

"რუსეთი ამჟამად ათასობით ჯარისკაცს უყრის თავს აღმოსავლეთ უკრაინაში შემდეგი იერიშის წამოსაწყებად", – განაცხადა ზელენსკიმ.

რუსული ჯარები განაგრძობენ იერიშს უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლის ასაღებად. ამ ტერიტორიების დაკავებით რუსეთი შეძლებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთში მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების ერთმანეთთან დაკავშირებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S