"ლუქსემბურგში შეხვედრაზე ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები განიხილოს"
11/04/2022 09:44:02 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები კვლავაც რჩება ერთ-ერთ შესაძლებლობად. ამის შესახებ მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მინისტრებმა, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ, რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულების საკითხი განიხილონ სისხლის სამართლის საერთაშორისოს სასამართლოს პროკურორთ ქარიმ ხანთან, შესაძლოა, ისაუბრონ მოსკოვის წინააღმდეგ „შემდგომ ნაბიჯებზეც“.
ევროკავშირის ზოგიერთი წევრი გამოდის მოწოდებით, სრული ემბარგო დაუწესდეს რუსეთის ნავთობს.


