Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – რუსეთმა ფოსფორის იარაღი შესაძლოა, მარიუპოლშიც გამოიყენოს

ბრიტანული დაზვერვა – რუსეთმა ფოსფორის იარაღი შესაძლოა, მარიუპოლშიც გამოიყენოს

11/04/2022 06:57:43 მსოფლიო

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში ფოსფორის იარაღს იყენებდა და შესაძლოა, ეს მარიუპოლშიც გამოიყენოს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

მისი ცნობით, მარიუპოლისთვის ბრძოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება, რაც ზრდის რუსეთის მხრიდან ფოსფორის იარაღის გამოყენების შესაძლებლობას.

„რუსი სამხედროების მხრიდან დაბომბვა გრძელდება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში. უკრაინულმა ძალებმა შეძლეს რამდენიმე თავდასხმის მოგერიება, რის შედეგადაც განადგურებულია რუსული ტანკები, მანქანები და საარტილერიო აღჭურვილობა. ამასთან, რუსეთი აგრძელებს უმართავი ბომბების გამოყენებას, რაც ამცირებს მათ შესაძლებლობას განისაზღვრონ ზუსტი სამიზნე, ეს კი ზრდის მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში“,- აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.

რუსეთი უკრაინაში ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. უკრაინისა და დასავლეთის განცხადებით, ამჟამად რუსული ძალები დონბასის ასაღებად ემზადებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S