
უკრაინელებმა რუსული „ორლანი“ Starstreak-ის გამოყენებით პირველად ჩამოაგდეს
10/04/2022 20:03:24 ევროპა
უკრაინელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Starstreak-ის გამოყენებით პირველი რუსული უპილოტო თვითმფრინავი „ორლანი“ ჩამოაგდეს.
უკრაინის სამხედრო ძალების განცხადებით, უპილოტო თვითმფრინავი ჩამოგდებულია ხარკოვის ოლქში.
ბრიტანეთმა უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Starstreak, რომელიც ვერტმფრენებისა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი თვითმფრინავების ჩამოსაგდებად გამოიყენება, მარტის ბოლოს გადასცა.
ეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ბრიტანული კომპანია Thales-ის წარმოებისაა და ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში იწარმოება.