Accentnews.ge
ევროკავშირში რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთოების ნაწილის შესვლა იკრძალება

ევროკავშირში რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთოების ნაწილის შესვლა იკრძალება

10/04/2022 19:58:45 ევროპა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანების ნაწილისთვის საზღვარი ჩაკეტეს. 8 აპრილს ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა, მათ შორისაა ქვანახშირის, ხის, ქიმიკატებისა და სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვა. ასევე აიკრძალა რუსული გემებისა და სატვირთო მანქანების ევროკავშირში შესვლა.

რუსეთის საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა ჯერჯერობით არ ვრცელდება ფარმაცევტული, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნო პროდუქტების, ასევე ენერგორესურსების, ფერადი ლითონებისა და სასუქების გადაზიდვაზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S