
პუტინს მისი მეგობარი ბერლუსკონიც განუდგა
10/04/2022 11:27:31 ევროპა, მსოფლიო
იტალიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელიც წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდა და მსოფლიოს #1 ლიდერსაც უწოდებდა, ამბობს, რომ კრემლის ლიდერმა უკრაინაში შეჭრისთვის მსოფლიოს წინაშე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
"მე ის 20 წლის წინ გავიცანი და ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ დემოკრატიისა და მშვიდობის კაცი იყო...რა დასანანია. არ შემიძლია და არ მინდა, დავმალო ჩემი იმედგაცრუება და წუხილი ვლადიმირ პუტინის საქციელთან დაკავშირებით, რომელმაც მთელი მსოფლიოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობა აიღო. ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილ სასტიკ, მასობრივ მკვლელობებზე, რაც სამხედრო დანაშაულია, რუსეთს არ შეუძლია, უარყოს თავისი პასუხისმგებლობა. პირიქით, მის ინტერესშია, დაადგინოს და პასუხისგებაში მისცეს ყველა დამნაშავე პირი. ეს ქმედებებია, რომლებიც კანონისა და მორალის თვალსაზრისით, ომშიც კი მიუღებელია", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.