Accentnews.ge
"ალიანსი ფუნდამენტური ტრანსფორმაციის შუაგულშია, რომელიც პუტინის ქმედებების გრძელვადიან შედეგებს ასახავს"

"ალიანსი ფუნდამენტური ტრანსფორმაციის შუაგულშია, რომელიც პუტინის ქმედებების გრძელვადიან შედეგებს ასახავს"

10/04/2022 11:20:17 მსოფლიო

NATO საზღვარზე მუდმივი სამხედრო ძალების განთავსებას გეგმავს

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ "გაძლიერებისთვის" ემზადება, რომელიც NATO-ს ფუნდამენტურ "გადატვირთვად" იქცევა. გადატვირთვის ფონზე, NATO საზღვარზე მუდმივი სამხედრო ძალების განთავსებას გეგმავს,– ამის შესახებ სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში ისაუბრა.

გადატვირთვის ფარგლებში, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ეროვნული თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდონ. ამისთვის წევრი ქვეყნები მშპ-დან ზღვრულ 2%-ს გამოყოფენ.

"2%-იანი მოთხოვნა მინიმალური სახელმძღვანელოა და, რა თქმა უნდა, ყველა მოკავშირის მხრიდან თავდაცვის ხარჯების ზრდას მივესალმები - ასევე, განსაკუთრებული მადლობა იმ მოკავშირეებს, რომლებიც უკვე 2%-ზე მეტს ხარჯავენ, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი." - ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შემთხვევაში განსხვავდება თავდაცვითსა და შეტევით იარაღებს შორის აზრს კარგავს, რადგან ყველაფერს, რასაც უკრაინა აკეთებს, თავდაცვითი მიზანი აქვს:

"ისინი იცავენ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს სხვადასხვა ტიპის იარაღით, ძველი საბჭოთა წარმოების იარაღით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული თანამედროვე ტექნიკით, ასევე სხვა მოკავშირეების მიერ მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობით".

მისივე თქმით, "ის, რასაც ახლა ვხედავთ, ახალი რეალობაა ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ სამხედრო მეთაურებს, შემოგვთავაზონ გზები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას".

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი "ფუნდამენტური ტრანსფორმაციის შუაგულშია", რომელიც პუტინის ქმედებების გრძელვადიან შედეგებს ასახავს.

ამასთან, სტოლტენბერგის აზრით, ჩინეთი, როგორც ერთ-ერთი მზარდი საფრთხე, შეტანილ უნდა იქნას NATO-ს "სტრატეგიულ კონცეფციაში".

მისი თქმით, პეკინს მსოფლიოში სიდიდით მეორე თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, ასევე, იგი დიდ ინვესტიციებს დებს ახალ თანამედროვე ბირთვული იარაღებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S