
"მარიუპოლში შესვლა ვერ შევძელით"– წითელი ჯვარი
10/04/2022 11:12:26 ევროპა
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა უკრაინაში პასკალ ჰუნდტმა თქვა, რომ ორგანიზაციის გუნდმა ხუთდღიანი მცდელობის მიუხედავად, მარიუპოლში შესვლა ვერ შეძლო.
თუმცა, პასკალ ჰუნდტის თქმით, წითელი ჯვრის გუნდმა გზაზე ლტოლვილების შეგროვება მოახერხა და ჯამში ზაპოროჟიემდე 1000-ზე მეტმა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიაღწია.
დელეგაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღება აუცილებელია, რათა კიდევ შეძლონ ცხელი წერტილებიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება.
პუნდტის ცნობით, 9 აპრილს კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმამ კიდევ უფრო გაართულა მდგომარეობა, ვინაიდან მოქალაქეთა უმრავლესობა მატარებლების ნაცვლად, კერძო მანქანებს იყენებს.
უკრაინის ოფიციალური პირების ვარაუდით, სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია, ვიდრე მათ კიევის მახლობლად არსებულ ქალაქებსა და სოფლებში დახვდათ.