Accentnews.ge
"იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა" – ხარკოვის გუბერნატორი

"იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა" – ხარკოვის გუბერნატორი

10/04/2022 11:03:56 ევროპა

იზიუმისკენ მიმავალი უზარმაზარი რუსული კოლონა განადგურდა,– იუწყება ხარკოვის ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინეგუბოვი.

"ჩვენმა სამხედროებმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწიეს - განადგურდა მტრის აღჭურვილობა და ცოცხალი ძალის დიდი კოლონა, რომელიც მიემართებოდა იზიუმისკენ. ასევე ოლხოვკაში, ხარკოვის რაიონში, ჩვენმა ძალებმა მთლიანად გაწმინდეს ტერიტორია. 92-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ორმო რუსი ჯარისკაცების ცხედრებით. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ექცევიან ეს არაადამიანები თავისიანებსაც კი". - ამბობს სინეგუბოვი.

მისივე ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა 66-მდე საარტილერიო და ნაღმტყორცნებით განახორციელა დარტმები, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა:

"ამ დღეებში ისევ დაბომბეს დერგაჩი - დაიღუპა 2 ადამიანი. როგორც ვხედავთ, რუსული არმია მშვიდობიან მოსახლეობასთან ბრძოლას აგრძელებს, რადგან ფრონტზე ვერ იმარჯვებს".

მისივე თქმით, გრძელდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და უკვე 20 000-მდე მოქალაქის გამოყვანა შეძლეს.

12-კილომეტრიანი რუსული სამხედრო კოლონის სატელიტური ფოტოები CNN-მა გაავრცელა, რომელიც 8 აპრილით თარიღდება.

კოლონის სიგრძე 12 კილომეტრი იყო.

ფოტოებზე ჩანდა ჯავშანტექნიკა, ტანკები, არტილერია და დამხმარე აღჭურვილობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S