Accentnews.ge
ბუზოვაში, მასიურ საფლავში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

ბუზოვაში, მასიურ საფლავში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

10/04/2022 10:19:36 ევროპა

უკრაინელი ოფიციალური პირის თქმით, კიევის მახლობლად მდებარე სოფელ ბუზოვაში, მასიურ საფლავში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

თემის ხელმძღვანელი ტარას დიდიჩი ჰყვება, რომ ცხედრები ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, თხრილში აღმოაჩინეს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია.

მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს, მათ შორის არიან ნაწამები ქალები და ბავშვები. მოკლულ მშვიდობიან მოქალაქეთა ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S