
გერმანული იარაღის მწარმოებელი უკრაინას ჰაუბიცებს სთავაზობს
10/04/2022 10:08:42 ევროპა
გერმანიის მთავრობის განცხადებით, უკრაინამ გერმანული შეიარაღების კომპანიისგან თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდების შეთავაზება მიიღო.
გერმანიის Welt am Sonntag-ის ცნობით, იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ, Krauss-Maffei Wegmann-მა უკრაინას საარტილერიო იარაღის სახეობა, 100 ჰაუბიცი შესთავაზა.
Welt am Sonntag-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ მწარმოებელს ამჟამად არ აქვს იარაღი მზად მიწოდებისთვის. მათი თქმით, იარაღი დამზადებისთანავე გადაეცემა გერმანიის არმიას, რომელიც შემდეგ სამხედრო აღჭურვილობის უკრაინაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. იარაღი მზად დაახლოებით 2024 წლის მეორე ნახევარში იქნება.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიამ პოლიტიკა კონფლიქტის ზონებში იარაღის არ გაგზავნასთან დაკავშირებით შეცვალა და აღნიშნა, რომ უკრაინას, სხვა იარაღთან ერთად, Strela-ს ტიპის რაკეტებს მიაწოდებდა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია, ბერლინმა კიევს მხოლოდ ის იარაღი მიაწოდოს, რომლის გამოყენების ტექნიკასაც უკრაინის არმია ფლობს. მაგალითად, საბჭოთა წარმოების აღმოსავლეთ გერმანიის ძველი აღჭურვილობა.