Accentnews.ge
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

09/04/2022 16:56:23 საზოგადოება

უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

„9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა“,- წერს ოქრუაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი დავით მენაბდიშვილია. ის უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული 3 ქართველი მებრძოლი - დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში ჩამოასვენეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S