
რუსეთს 60 000 წვევამდელის და რეზერვისტის მობილიზება სურს უკრაინაში გასაგზავნად – აშშ-ის დაზვერვა
08/04/2022 21:12:04 ევროპა, მსოფლიო
რუსეთს სურს, თავი მოუყაროს 60 000-მდე ახალ ჯარისკაცს წვევამდელების და რეზერვისტების მობილიზების ხარჯზე, რათა უკრაინაში არსებული დაჯგუფებები გააძლიეროს,– იუწყება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
ამასთან, CNN–ის თანამოსაუბრე არაა დარწმუნებული, რომ რუსეთი შეძლებს ამ რაოდენობის ძალის მოგროვებას.
მისივე თქმით, ჯერ არაა დაზუსტებული, დაუთმობენ თუ არა რუსები დროს ამ ძალის მომზადებას, ან რა დავალებებზე გაამწესებენ მათ.
აშშ-ის დაზვერვას არ დაუფიქსირებია სრულად აღჭურვილი და სათანადოდ გაწვრთნილი თავისუფალი ნაწილების არსებობა იმ ბატალიონების და ტაქტიკური ჯგუფების შესავსებად, რომელთაც ბრძოლისუნარიანობა დაკარგეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს და ზურგში იქნენ გაყვანილნი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკელი სამხედროების შეფასებით, რუსეთმა შეინარჩუნა უკრაინაში შეჭრამდე მის საზვართან თავმოყრილი სამხედრო ძალის 85%. ეს შეფასება მოიცავს ტანკებს, გამანადგურებლებს, სარაკეტო სისტემებს და პერსონალს. თუმცა რუსებმა ვერ შეძლეს ჯარის ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარება, ამიტომ, ოფიციალური პირის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრძოლისუნარიანი ჯავშანტექნიკის აღდგენა მნიშვნელოვანი სიჩქარით მოახერხონ.
ამასთან, მათ შორის დასავლეთის სპეცსამსახურებიც მიუთითებენ სამხედროების დემორალიზებაზე.
მანამდე ბრიტანულმა დაზვერვა იუწყებოდა, რომ უკრაინის ჩრდილოეთ რეგიონებიდან გაყვანილი რუსული ჯარების გადანაწილება ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების მახლობლად მდებარე საზღვრებში გაგრძელდება, რასაც მინიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება, რადგან მათ მნიშვნელოვანი გაძლიერება ესაჭიროებათ.