
ორი ბელარუსი ოფიცერი რუსულ ნაღმზე აფეთქდა,– მედია
08/04/2022 20:38:13 ევროპა
ორი ბელარუსი ოფიცერი რუსულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა,– იუწყება "Наша Ніва" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც ირკვევა, რუსულმა ფორმირებამ ბანაკი გომელის (ბელარუსში, უკრაინის საზღვართან) ტყეში, პოლესკის ეკოლოგიური ნაკრძალის მიდამოში მოაწყო და მისასვლელი რამდენიმე მხრიდან დანაღმეს.
"არ იცოდნენ, სად იყვნენ. შესაძლოა, ეგონათ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ სამხრეთით გადასვლის ბრძანება მიიღეს. დატოვეს პოზიციები, რამდენიმე ყუთი საბრძოლო მასალაც კი დაავიწყდათ“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
ინფორმაციის მიხედვით, მეტყევე ბანაკის კვალს შემოვლის დროს წააწყდა, შეამჩნია საბრძოლო მასალა, შესაბამის უწყებას დაუკავშირდა და ადგილზე მისული ბელარუსის КГБ–ს გომელის განყოფილების ორი ოფიცერი რუსების მიერ დატოვებულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ერთ-ერთი დაღუპული 35 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეი როიცკია.
მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სახელმწიფო მედიაში არ გავრცელებულა.