Accentnews.ge
რუსულმა სასამართლომ პუტინის ციტატა “რუსეთის შეიარაღებული ძალების მადისკრედიტირებლად” სცნო

რუსულმა სასამართლომ პუტინის ციტატა “რუსეთის შეიარაღებული ძალების მადისკრედიტირებლად” სცნო

08/04/2022 20:38:34 მსოფლიო

რუსეთის მოქალაქემ, უფის მკვიდრმა არტურ დმიტრიევმა სანქტ-პეტერბურგში სამარტოო პიკეტი გამართა. მის პლაკატზე ეწერა: "ომმა იმდენი ტკივილი მოიტანა, რომ ამის დავიწყება შეუძლებელია. ვერ ჰპოვებს მიტევებას ვერავინ, ვინც კვლავაც სახავს აგრესიულ გეგმებს".

მამაკაცი დააკავეს, მომდევნო დღეს კი სასამართლომ მას “რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის” ბრალდებით 30 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა.

არადა, როგორც ირკვევა, პლაკატზე მას პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი საჯარო გამოსვლიდან ციტატა ჰქონდა გამოყენებული.

ახლა დაჯარიმებულს სასამართლოში საპასუხო სარჩელი შეაქვს.

"ამიერიდან “როსკომნადზორი” ვალდებულია, პუტინის ყველა საჯარო განცხადება ბლოკოს, ნამდვილმა პატრიოტებმა კი კედლებიდან მისი პორტრეტები უნდა ჩამოხსნან. ვიცუღლუტე? დიახ, თანაც წარმატებით!" — წერს სოცქსელ “ფეისბუქში” დაჯარიმებული მამაკაცი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S