Accentnews.ge
„Sapfir" უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა

„Sapfir" უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა

08/04/2022 19:50:15 ევროპა

უკრაინული სამაშველო ხომალდი „Sapfir“, რომელიც მანამდე ოკუპანტებმა იგდეს ხელთ, უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნდა,– იუწყება პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი.

„გემი დღეს რუმინეთის პორტ – სულინას გადაეცა. ეკიპაჟის 19-ვე წევრი გაათავისუფლეს ტყვეობიდან 25 მარტს –ტყვეების პირველი გაცვლის ფარგლებში",– ამბობს ერმაკი.

„Sapfir“ არის უკრაინული სამოქალაქო სპეციალიზებული ხომალდი, რომელიც იმყოფება მუდმივ სამძებრო-სამაშველო მზადყოფნაში და შეუძლია შეასრულოს შესაბამისი ამოცანები ღია ზღვაზე. ის შესაბამის ამოცანებს ასრულებდა ომის დაწყების შემდეგაც. ერთ–ერთი სამაშველო ოპერაციის დროს გემი და ეპიპაჟის წევრები ოკუპანტება დაატყვევეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S