Accentnews.ge
ბრიტანეთი უკრაინას საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

ბრიტანეთი უკრაინას საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს გადასცემს

08/04/2022 19:40:30 ევროპა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას დამატებით 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების უმაღლესი დონის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას დაჰპირდა,– ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე ისაუბრა.

ჯონსონის თქმით, აღჭურვილობა მოიცავს საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს.

„მეტი Starstreak-ის საზენიტო რაკეტები, რომლებიც ხმის სიჩქარეზე სამჯერ სწრაფად დაფრინავენ, დამატებით 800 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა და ზუსტი სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც შეუძლია ცაში მანამ გაჩერდეს, სანამ სამიზნესკენ მიმართულებას მისცემენ“ - განაცხადა ჯონსონმა.

პრემიერ–მინისტრმა დაგმო კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე უკრაინის მოქალაქეებზე რუსეთის თავდასხმა. ჯონსონის თქმით, ეს „უსინდისობა“ იყო, რომელიც გვაჩვენებს იმ „სიღრმეს, სადამდეც პუტინის ერთ დროს ნაქები არმია დაეშვა“:

„უკრაინაში რუსული დანაშაულები შეუმჩნეველი და დაუსჯელი არ დარჩება“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S