
ფინეთი ორ რუს დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან
08/04/2022 19:27:26 ევროპა
ფინეთ ორ რუს დიპლომატს აძევებს, ხოლო მესამეს უარს ეუბნება ვიზის გაგრძელებაზე.
ევროპის კავშირის ქვეყნებმა ამ კვირაში გააძევეს რუსი დიპლომატები "ეროვნული უსაფრთხოების" ინტერესების მოტივით, გლობალური აღშფოთების ფონზე, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო სისასტიკეების შესახებ ქალაქ ბუჩაში, დედაქალაქის, კიევის, ჩრდილოეთით.
"ეს ზომა შეესაბამება ევროპის კავშირის სხვა წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ ზომებს", – ნათქვამია ფინეთის პრემიერ-მინისტრის სამსახურის 8 აპრილის განცხადებაში.
ბოლო ხანს 200-ზე მეტ რუს დიპლომატს და საელჩოს თანამშრომელს აცნობეს, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები მათ აღარ იწვევენ იქ დასარჩენად.
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის უკანასკნელი შეჭრის დაწყებიდან, 100-ზე მეტი უკვე გაძევებული იყო.