
უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა
08/04/2022 19:24:02 ევროპა
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი ოფიციალურად გადაეცა.
„ეს არის კითხვარი, რომელსაც გადმოგცემთ შესავსებად. ეს არის კითხვები, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდება ევროკავშირის შეფასება, როგორც რეკომენდაცია საბჭოსადმი. ჩვენ მზად ვართ, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში. ბევრი ვიცით ერთმანეთის შესახებ, რადგან ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ერთად ბოლო წლებში.
ასე რომ, ამ მოსაზრების ჩამოყალიბება, როგორც ჩვეულებრივ, არა წლების, არამედ, ვფიქრობ, კვირების საკითხი იქნება, თუ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მჭიდროდ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას.
საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „პასუხები მზად გვექნება ერთ კვირაში“.