Accentnews.ge
რუსეთი ქვეყნიდან 45 პოლონელ და ორ ბულგარელ დიპლომატს აძევებს

რუსეთი ქვეყნიდან 45 პოლონელ და ორ ბულგარელ დიპლომატს აძევებს

08/04/2022 16:56:38 ევროპა, მსოფლიო

რუსეთი ქვეყნიდან 45 პოლონელ დიპლომატს აძევებს.

ეს საპასუხო ნაბიჯია ვარშავის მიერ გასულ თვეში ჯაშუშობისთვის ამდენივე რუსი დიპლომატის გაძევებაზე.

რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ დაიბარეს პოლონეთის ელჩი მოსკოვში, რათა "მტკიცედ გააპროტესტოს [რუსი დიპლომატების] გაუმართლებელი" გაძევება პოლონეთიდან 23 მარტს.

"ამ ნაბიჯს მივიჩნევთ, როგორც დადასტურებას ვარშავის შეგნებული სურვილისა, მთლიანად გაანადგუროს ორმხრივი ურთიერთობები. ამაში ბრალი მთლიანად პოლონურ მხარეს ეკისრება", - განაცხადეს სამინისტროში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ–გრატად გამოაცხადა რუსეთში პოლონეთის საელჩოსა და პოლონეთის საკონსულოების 45 თანამშრომელი ქალაქებში - ირკუტსკი, კალინინგრადი და სანქტ-პეტერბურგი. გაძევებულმა დიპლომატებმა რუსეთი 13 აპრილამდე უნდა დატოვონ.

რუსეთმა ასევე გამოაცხადა, რომ ბულგარეთის მიერ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების საპასუხოდ რუსეთს ატოვებინებს ორ ბულგარელ დიპლომატს.

ამ კვირაში სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე რუსი დიპლომატი იქნა გაძევებული უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S