Accentnews.ge
ზურაბიშვილი: "რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა"

ზურაბიშვილი: "რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა"

08/04/2022 16:46:14 ევროპა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ ავიაიერიშს ეხმიანება.

„რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი.

დიდება უკრაინას!" - წერს „ტვიტერზე" ზურაბიშვილი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, 39-მდე გაიზარდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის მსხვერპლთა რაოდენობა, მათ შორის 4 ბავშვია. უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე „ომის წესების დარღვევის“ მუხლით. კანონი ითვალისწინების მონაწილე პირთა დასჯას, რიგითის დონეზე.

კრამატორსკის მერის, ოლექსანდრ გონჩარეკოს თქმით, დაშავებულებს შორის „ბევრი მძიმეა, ხელების, ფეხების გარეშე, ერთდროულად 30-40 ქირურგი ატარებს ოპერაციას“.

თავდასხმის დროს რკინიგზის სადგურში 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა ევაკუაციის მოლოდინში.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა რკინიგზის სადგურზე იერიში „ტოჩკა-უ“ ტაქტიკური რაკეტით მიიტანა:

„რუსი მხეცები არ იშლიან თავიანთ მეთოდებს, ბრძოლის ველზე ჩვენთან გამკლავების ძალა და გამბედაობა რომ არ შესწევთ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც არ აქვს საზღვარი და თუ ის არ დაისჯება, არც არასდროს გაჩერდება“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან კავშირს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S