Accentnews.ge
მოქალაქემ საკუთარი სახლი, რომელიც ოკუპანტებმა დაიკავეს, უკრაინელ სამხედროებს დააბომბინა

მოქალაქემ საკუთარი სახლი, რომელიც ოკუპანტებმა დაიკავეს, უკრაინელ სამხედროებს დააბომბინა

08/04/2022 16:23:33 ევროპა, საზოგადოება

უკრაინელი ბიზნესმენი ანდრეი სტავნიცერი უკრაინელ სამხედროებს დაეხმარა ოკუპანტების ტექნიკის განადგურებაში, რომელიც მისი სახლის ეზოში იყო განთავსებული და იქიდან ბომბავდნენ დედაქალაქს. ამის შესახებ სხვადასხვა წყაროებით გახდა ცნობილი, მოაგვიანებით კი თავადაც დაწერა სოციალურ ქსელში.

„წარმოიდგინეთ, რომ საკუთარ სახლს ვებკამერის მეშვეობით უყურებთ და ხედავთ, რომ თქვენს ეზოში რუს სამხედროებს 12 ერთეული სამხედრო ტექნიკა აქვთ განთავსებული, მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, სარაკეტო სისტემა და გრადები. თქვენი სახლი ისეა აგებული, რომ ფუნქციონირებს, როგორც იდეალური თავშესაფარი, საიდანაც მოსახერხებელია „ბინძური თამაში“ კიევის მიდამოებში. სწორედ ამიტომ მოვიდნენ ისინი“,– ამბობს ბიზნესმენი.

ამის შემდეგ მან უკრაინელ სამხედროებს საკუთარი სახლის ზუსტი კოორდინატები შეატყობინა.

„კითხვა: რამდენი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე შეატყობინებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს თქვენი სახლის ზუსტ კოორდინატებს მიზანში ამოსაღებად?“,– კითხულობს ბიზნესმენი და დასძენს, „სახლს, ქვეყანას ავაშენებთ, მთავარია, რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. ჩემი ეზოდან სროლა მოახერხეს. კედლების აღდგენა ადვილია, სამართლიანობის – უფრო ძნელი“.

ის თხოვნით მიმართავს მოქალაქეებს, მისი ქება შეწყვიტონ, რადგან შიშველი ხელებით არ მივარდნია ოკუპანტებს და რომ მრავლად იცის მსგავსი შემთხვევები, როდესაც ადამიანებმა საკუთარი სახლები და საწარმოები დააბომბინეს და თვლის, რომ ამ ამბის გმირები უკრაინელი სამხედროები არიან.

მოგეხსენებათ, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქების, მათ შორის ირპინის, ბუჩას გათავისუფლების შემდეგ ცნობილი გახდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის. ბევრს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. დაფიქსირდა გაუპატიურების შემთხვევები.

3 აპრილს გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ დამპყრობლებისგან გათავისუფლებული კიევის რეგიონიდან 400-ზე მეტი ცხედარი გადაასვენეს პროზექტურაში.

მისივე თქმით, ბოროდიანკაში კიდევ უფრო მძიმე სურათია, ვიდრე ბუჩაში დახვდათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S