
ჩეხეთმა უკრაინას მძიმე სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა – Reuters
08/04/2022 14:51:12 ევროპა
ჩეხეთმა უკრაინას ტანკები, რაკეტის გამშვებები სისტემები, ქვემეხები და ქვეითთა საბრძოლო ტრანსპორტი გაუგზავნა,– იუწყება Reuters ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროდან წყაროზე დაყრდნობით.
Reuters-ს წყარო უყვება, რომ უკრაინისთვის უკვე გაგზავნილი სამხედრო დახმარება ასობით მილიონი დოლარის ღირებულებისაა და ქვეყანა აპირებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს დაუდასტურა, რომ ამ კვირაში ჩეხეთიდან უკრაინაში 5 ერთეული T-72 ტანკი და 5 ერთეული BVP-1 ან BMP-1 ქვეითთა საბრძოლო ტრანსპორტი გაიგზავნა. მისი თქმით, ეს არაა უკრაინაში მძიმე აღჭურვილობის გაგზავნის პირველი შემთხვევა.
„ჩვენ მათ ვაწვდით მძიმე სახმელეთო აღჭურვილობას - მე ვამბობ ზოგადად, მაგრამ თუ განვმარტავთ, ეს ცხადია, რომ მოიცავს ტანკებს და ქვეითთა საბრძოლო ტრანსპორტს, ქვემეხებსა და რამდენიმე რაკეტის გამშვებს. ყველაფერი, რაც გაიგზავნა ჩეხეთიდან, ჯამში ასობით მილიონ დოლარის ღირებულებისაა“, - აცხადებს ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.