Accentnews.ge
"ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს: ეს ეხება მასაც, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“

"ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს: ეს ეხება მასაც, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება“

08/04/2022 14:13:12 ევროპა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დანაშაულისთვის ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგნენ პირები, რომლებსაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

გერმანიის „შპიგელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 8 აპრილს გამოქვეყნდა, შტაინმაიერი ამბობს, რომ „ყველა, ვინც დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს. ეს ეხება ჯარისკაცებს, ეს ეხება სამხედრო მეთაურებს და ცხადია, მათ, ვისაც ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ - უპასუხა შტაინმაიერმა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა რუსეთის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმერ პუტინის და სერგეი ლავროვის პასუხისმგებლობას.

მისი თქმით, 2021 წლის პუტინი, რომელთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა, არაფერი აქვს საერთო 2022 წლის პუტინთან, როგორც გერმანიის პრეზიდენტმა თქვა, „ომის სასტიკ გამჩაღებელთან ბუნკერში“. შტაინმაიერის თქმით, ის რუსეთის პოლიტიკაში ცვლილების მოწმეა და „გულწრფელად, რომ ვთქვა, კიდევ მქონდა იმედი, რომ პუტინი რეალისტად დარჩებოდა“, განაცხადა გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„არ ვიფიქრებდი, რომ რუსეთის პრეზიდენტი გარისკავდა თავისი ქვეყნის სრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მორალურ განადგურებას იმპერიულ სიგიჟეში. უკრაინაზე თავდასხმამ შოკი მომგვარა“, თქვა შტაინმაიერმა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2005 წლიდან 2009 წლამდე და 2013-დან 2017 წლამდე.

მან 4 აპრილს აღიარა, რომ შეცდომა იყო თავისი პოლიტიკა რუსეთისადმი. ჩემი მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ მხარდაჭერა „აშკარა შეცდომა იყო. ჩვენ ვეჭიდებოდით ხიდებს, რომლისაც რუსეთს აღარა სჯეროდა, რის თაობაზეც გვაფრთხილებდნენ ჩვენი პარტნიორები“, თქვა შტაინმაიერმა.

ადრე ბერლინში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა გააკრიტიკა შტაინმაიერის პოზიცია რუსეთის მიმართ და თქვა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ რაღაც „წმინდა“ იყო იმის მიუხედავად, რა ხდებოდა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S