Accentnews.ge
რა დახვდათ უკრაინელებს ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის დეოკუპაციის შემდეგ

რა დახვდათ უკრაინელებს ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის დეოკუპაციის შემდეგ

08/04/2022 14:01:29 ევროპა

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურის მრავალწლიანი არქივი გაანადგურეს,– იუწყება უკრაინის გაუცხოებული ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრ სიროტა.

"ის, რასაც წლების განმავლობაში ვაგროვებდით, ურდომ ნაგავში გამოისროლა", - დაწერა მან სოციალურ ქსელში და ფოტოები გამოაქვეყნა, „ეს დარჩა არქივიდან!“

სააგენტოს მონაცემებით, ჩერნობილის თითქმის ყველა ოფისი მნიშვნელოვნად დაზიანებული და გაძარცვულია.

„დამპყრობლებმა მოიპარეს არა მხოლოდ სახელმწიფო საწარმოების ქონება, არამედ თანამშრომლების პირადი ნივთებიც. ჩერნობილში გაძარცვეს და განადგურდა თანამედროვე ანალიტიკური ლაბორატორია, რომლის ღირებულებაც 6 მილიონი ევრო იყო. ეს იყო უნიკალური კომპლექსი ძლიერი ანალიტიკური შესაძლებლობებით და ახერხებდა მომსახურების გაწევას რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე ტექნოლოგიების კვლევისა და განვითარების ეტაპებზე“, - აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება რადიაციულ ფონს, სააგენტოს ცნობით, ჯერ ნაადრევია ზოგადი დასკვნების გაკეთება, რიგი ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ „წერტილოვანმა გაზომვებმა მნიშვნელოვანი დონე აჩვენა“.

შეგახსენებთ, რომ რუსულ ჯარებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰქონდათ ოკუპირებული და ის რამდენიმე დღის წინ დატოვეს. იუწყებოდნენ, რომ ოკუპანტებმა თან გაიყოლეს ყველაფერი კომპიუტერებისა და ჩანგლების ჩათვლით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S