
გამოქვეყნდა ოკუპანტების მიერ გატაცებული მერების სია
08/04/2022 13:41:38 ევროპა
უკრაინის ქალაქების ასოციაციამ რუსების მიერ დატყვევებული მერების და თემების ხელმძღვანელთა სია გამოაქვეყნა.
- ვლადიმერ კარაბეროვი - მანგუშის დასახლების ხელმძღვანელი
- ვასილი მიტკო - ნიკოლსკის სოფლის უფროსი
- ევგენი მატვეევი - დნეპრორუდნის მერი
- ნიკოლაი სიკალენკო - ცირკუნოვსკის სოფლის უფროსი
- ალექსანდრე ბაბიჩი - ჰოლა პრისტანის მერი
- ოლეგ იახნიენკო - მილევსკის სოფლის უფროსი
- ირინა ლიპკა - მოლოჩანსკის მერი
- ალექსანდრა ლევეჩკო - ნოვოალექსანდროვსკის სოფლის უფროსი
- ნიკოლაი რიზაკი - ტავრისკის მერი
- ოლეგ პილიპენკო - შევჩენკოს მერი
- ალექსანდრე შმიგოლი - ოლხოვსკის სოფლის უფროსი
.უკრაინის ქალაქების ასოციაციამ მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს თხოვნით, შეუერთდნენ უკრაინული თემების მეთაურების გათავისუფლების მცდელობას, რომლებიც გაიტაცეს რუსმა სამხედროებმა და ამჟამად ტყვეობაში იმყპფებიან.
როგორც ცნობილია, ტერიტორიის დაკავების შემდეგ რუსული ძალების სამიზნე მერები თუ თემის ხელმძღვანელები ხდებიან. მათგან მოითხოვენ თანამშრომლობას. გატაცებული იყო მელიტოპოლის მერიც. მისი გათავისუფლება ტყვეთა გაცვლის ფარგლებში მომხერხდა.