Accentnews.ge
მიშელი – რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შემდეგ: „უკრაინას მეტი იარაღი უნდა მივცეთ!“

მიშელი – რკინიგზის სადგურზე თავდასხმის შემდეგ: „უკრაინას მეტი იარაღი უნდა მივცეთ!“

08/04/2022 13:28:58 ევროპა

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა კრამატორსკზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგრესორი ქვეყანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისა და უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

"საშინელებაა იმის ხილვა, რომ რუსეთი ურტყამს ერთ-ერთ მთავარ სადგურს, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობის იმ რეგიონებიდან ევაკუაციისთვის იყენებდნენ, სადაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს. საჭიროა ქმედება: მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მეტი იარაღი უკრაინისთვის, რომელიც მოდის ევროკავშირიდან. ახლახან დამტკიცდა ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი“, - დაწერა მიშელმა „ტვიტერზე“.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა რკინიგზის სადგურ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი და ვლადიმირ პუტინი პასუხს აგებენ.

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა დაგმო სარაკეტო თავდასხმა.

კრამატორსკთან ახლოს, რკინიგზის სადგურზე თავდასხმა 8 მარტს მოხდა. სადგურზე, სადაც 4 000–მდე ადამიანი იმყოფებოდა ევაკუაციისთვის, ორი რაკეტა ჩამოვარდა. ერთ–ერთ მათგანს ეწერა „ბავშვებისთვის“.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 39 ადამიანი, მათგან 4 ბავშვია. დაშავდა ათობით ადამიანი. მათგან უმეტესობას ქირურგიული ჩარევა სჭირდება. არსებობს ცნობები, რომ ამ დროისთვისაც 40–მდე ქირურგი ერთდროულად მუშაობს დაშავებულთა გადასარჩენად.

რუსეთი თავდასხმას უარყოფს და მომხდარში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S