Accentnews.ge
სლოვაკეთმა უკრაინას S-300 გადასცა

სლოვაკეთმა უკრაინას S-300 გადასცა

08/04/2022 13:01:29 ევროპა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ გეგერმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა – ეს -300–ის მიწოდების შესახებ განაცხადა, რომლებიც მანამდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში იყო,– ამის შესახებ გეგერმა, რომელიც ამჟამად კიევში იმყოფება, Twitter-ზე დაწერა.

„მინდა, დავადასტურო, რომ სლოვაკეთმა უკრაინას გადასცა ეს-300. უკრაინელი ხალხი გაბედულად იცავს თავის სუვერენულ სახელმწიფოს და გვიცავს ჩვენც. ჩვენი მოვალეობაა, დავეხმაროთ მათ, არ გავდგეთ განზე და არ დავტოვოთ უყურადღებოდ ადამიანთა დაღუპვა რუსული აგრესიის დროს“, - წერს სლოვაკეთის მთავრობის მეთაური.

გასულ თვეში სლოვაკეთი დათანხმდა, უკრაინისთვის ეს-300–ის მიწოდებას. სანაცვლოდ მან ნატო–სგან შემცვლლი მოითხოვა. გერმანია და ნიდერლანდები შეთანხმდნენ ქვყნისთვის შემცვლელის მიწოდებაზე. შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ სისტემა, რომელიც განთავსდა Sliac–ისბაზაზე, უკვე იცავდა ცენტრალურ სლოვაკეთს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S