Accentnews.ge
ფინეთი რუსული თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ იუწყება

ფინეთი რუსული თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ იუწყება

08/04/2022 12:44:59 ევროპა, მსოფლიო

8 აპრილის, დილით რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავმა ილ-96-300–მაფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია,– იუწყება Yle ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ფინეთის ყურის თავზე, პორვუს რაიონში შევიდა და იქ დაახლოები, სამი წუთი დაჰყო.

2020 წლის ივლისის შემდეგ ეს რუსული თვითმფრინავის მიერ ფინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევაა.

"ფინეთი ყოველთვის სერიოზულად ეკიდებოდა საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტებს. მესაზღვრეები იძიებენ შემთხვევას. ჩვენ გვაქვს საკმარისი სათვალთვალო შესაძლებლობები, რომ ყველა მსგავსი შემთხვევა გამოვლინდეს და ასევე შეგვიძლია მათზე ეფექტური რეაგირება", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა.

მარტის დასაწყისში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. შეიარაღებულ ძალებში მიიჩნევენ, რომ ეს განზრახ ქმედება იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S