რუსეთი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს
08/04/2022 12:10:56 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან კავშირს, რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მომხდართან მოსკოვის დაკავშირებას „უკრაინის ნაციონალისტური ხელისუფლების პროვოკაციას“ უწოდებს.
„კიევის ნაციონალისტური რეჟიმის წარმომადგენლების ყველა განცხადება, 8 აპრილს ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ ვითომდა განხორციელებული „სარაკეტო თავდასხმის“ შესახებ, პროვოკაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო და დასძენს, რომ "8 აპრილს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ქალაქ კრამატორსკში საცეცხლე მისიები დაგეგმილიც არ ჰქონია და არც განუხორციელებია".
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „ტოჩკა-უ“ ტაქტიკურ რაკეტებს, რომელთა ფრაგმენტები კრამატორსკის რკინიგზის სადგურთან იპოვეს და [ამსახველი მასალა] თვითმხილველებმა გამოაქვეყნეს, მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებს. 2022 წლის 14 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-19 ცალკეული სარაკეტო ბრიგადის დივიზია მსგავსი ტიპის ტოჩკა-უ რაკეტით დაესხა თავს დონეცკის ცენტრს, რის შედეგადაც 17 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 36 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა“, -აცხადებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო.
კიევის ინფორმაციით, დღეს რუსეთის არმიამ რუსეთის კუთვნილი „ისკანდერის“ რაკეტით განახორციელა იერიში რკინიგზის სადგურზე, სადაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფედობა. ისინი ქალაქის დატოვებას ცდილობდნენ.
დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა ზუსტდება. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი.


