
რუსების მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას 39 მშიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა, მათგან ოთხი ბავვია
08/04/2022 10:45:27 ევროპა
კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც,– იუწყება უკრაინის პოლიცია.
ცნობილია 39 დაღუპულის შესახებ, მათგან 4 ბავშვია.
ვრცელდება ცნობები დაჭრილების შესახებაც.
აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის თაობაზე.
უკრაინის დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კრამატორსკში რუსული ძალების მიერ რკინიგზის სადგური 8 აპრილს დაიბომბა.
სადგურს 2 რაკეტა მოხვდა. აღნიშნული სადგური ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა.