
დასახელდა მარიუპოლის რაიონები, რომელთაც უკრაინელი დამცველები აკონტროლებენ
08/04/2022 10:17:53 ევროპა
უკრაინელები მარიუპოლის დიდ ნაწილს აკონტროლებენ,– იუწყება ქალაქის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშჩენკო.
მეორე დღეა, რუსებ ავრცელებენ იმფორმაციას, თითქოს ქალაქი აიღეს. ზოგჯერ აზუსტებენ, რომ ცენტრზე დაამყარეს კონტროლი. ეს რეალობას არ შეესაბამება! მათ პრაქტიკულად მხოლოდ ერთხელ წაიწიეს წინ ერთი ბლოკით. და სედარებით აკონტროლებენ განადგურებული თეატრის ტერიტორიას. ამ რაიონშია განთავსებული საოლქო პროკურატურის შენობები. ამისთვის „ქალაქის ცენტრზე“ კონტროლის დაწესების წონება, რუსული გაზვიადებაა“,– ამბობს მერი და მიუთითებს, რომ პროპაგანდისტული ვიდეოები ძირითადად ქალაქის ქარეუბნებშია ჩაწერილი.
მისივე თქმით, პრიმორსკის ოლქი, ლევობერეჟნის ნაწილი აზოვსტალთან ახლოს, სანაპირო აზოვსტალიდან პორტამდე, თავად პორტი და შემოგარენი, მათ შორის ადგილზე განთავსებული ქარხნები რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ, რაც ფართობით ქალაქის დიდი ნაწილია.
მანამდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი ირწმუნებოდა, რომ მარიუპოლის 98% რუსული ძალის მიერ არის დაკავებული და დარჩენილია „ბოევიკების მხოლოდ ცალკეული თავშესაფრები, მათ შორის აზოვსტალში".
იხილეთ ასევე: კადიროვი მორიგ ტყუილში გამოიჭირეს
ქალაქი ერთ–ერთი მთავარი სამიზნეა რუსული ძალის და თვეზე მეტია, ბლოკირებულია. სწორედ მათ შორის ამ მიდამოებში ელიან უახლოეს დღეებში უმძიმეს ბრძოლებს.