Accentnews.ge
12 000–მდე უკრაინელზე რუსული პასპორტები სასწრაფო წესით გასცეს

12 000–მდე უკრაინელზე რუსული პასპორტები სასწრაფო წესით გასცეს

08/04/2022 09:17:03 მსოფლიო

დაახლოებით 12000 უკრაინელმა „სასწრაფო წესით“ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, - იუწყება რუსული მედია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეზე ოლეგ კადოჩნიკოვზე დაყრდნობით.

მედია წერს, რომ მიგრანტების ნაწილი 800-ზე მეტ დროებითი განსახლების ცენტრშია გადანაწილებული, სადაც დაახლოებით, 25 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის 10,5 ათასი ბავშვი.

უკრაინული მხარის მონაცემებით, მარტის ბოლოსთვის რუსებმა მხოლოდ მარიუპოლიდან იძულებით გაიყვანეს 20 000-დან 30 000-მდე ადამიანი. მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ მათ დოკუმენტები წაართვეს და იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ტერიტორიაზე ისე, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, დანიშნულების ადგილის შესახებ.

მედია ოკუპირებული დონეცკის მაცხოვრებლებზე დაყრდნობით წერდა, რომ ოკუპანტებმა მარიუპოლიდან მშობლების გარეშე წაიყვანეს ბავშვები. ისინი დონეცკის საავადმყოფოში მოხვდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S