
უკრაინაში მედპერსონალი ქიმიური თავდასხმებისთვის მოამზადეს
08/04/2022 08:54:02 ევროპა
საავადმყოფოებსა და თავდაცვის ძალებს აქვთ საკმარისი ანტიდოტი ქიმიური შეტევის შემთხვევაში, მკურნალობის გასაწევად,– განაცხადა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა.
„ადრე ითქვა, რომ რუსებს შეეძლოთ ქიმიური თავდასხმის მომზადება უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე და ჩვენს ზოგიერთ ქალაქზე. ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, მომზადდა სამედიცინო პერსონალი. დღეს ანტიდოტები საკმარისი რაოდენობითაა საავადმყოფოებში და ჩვენს თავდაცვის ძალებში",– განაცხადა დანილოვმა.
მანამდე ჯანმო-ს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ თქვა, რომ ჯანმო განიხილავს ყველა სცენარს, მათ შორის ქიმიურ თავდასხმებს, რომელთა ფარგლებშიც შესაძლოა, უკრაინის მოსახლეობა დაზარალდეს და და ამზადებს სარეზერვო ვარიანტებს სხვადასხვა სიტუაციებისთვის.