Accentnews.ge
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით თბილისი რეგიონულ საგამომცემლო კონფერენციას  უმასპინძლებს

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით თბილისი რეგიონულ საგამომცემლო კონფერენციას უმასპინძლებს

08/04/2022 08:45:50 ეკონომიკა, რეკლამა

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“პარტნიორობა გრძელდება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, თბილისი 11-12 აპრილს კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების რეგიონულ საგამომცემლო კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

კონფერენციაში მონაწილეობისთვის, თბილისს ოცდაათამდე გამომცემელი და სფეროს ექსპერტი ესტუმრება არა მხოლოდ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა), არამედ ევროპიდან და ამერიკიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) და „პენ ამერიკის“ წარმომადგენლებიც.

უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით, კონფერენციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, უკრაინელი მონაწილეები კონფერენციას ონლაინ შემოუერთდებიან, შესაბამისად, ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით გაიმართება. რუსეთი კი, რომელიც ასევე შავი ზღვის აუზის ქვეყნებს მიეკუთვნება, ბოიკოტის ნიშნად, კონფერენციაზე მოწვეული არ არის.

კონფერენცია, ძირითადად, პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართება და განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

· თარგმნა: ენათა გადაკვეთა კულტურის ამოკვეთის გარეშე;

· ზღვარზე‒მწერლებისამხრეთკავკასიიდანდაშავიზღვისრეგიონიდანგანიხილავენრუსულექსპანსიონიზმს;

· კიევი, სოფია, ბუქარესტი, თბილისი‒ოთხილიტერატურულიგაჩერება;

· როგორეხმარებიანაგენტებიმწერლებსკარიერულწინსვლაში;

· რაშიაგამოცემისთავისუფლებისარსი?

· პანდემიისშემდეგწიგნითვაჭრობისთვისნათელიმომავლისშენება;

· საავტოროუფლებები‒გამოწვევებიდაშესაძლებლობები;

· თარგმანებისმზარდიპოპულარობა: ადგილობრივიდაგლობალურიტალანტებისპაექრობა.

· დამოუკიდებელიგამომცემლობები‒ისტორიებიგადარჩენასადაწარმატებაზე.

კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა 60-მდე ქართველმა თუ უცხოელმა გამომცემელმა.

კონფერენცია 11 აპრილს 10:00 საათზე დაიწყება. კონფერენციას გახსნიან „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, გვანცა ჯობავა და გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი, ბოდურ ალ ქასიმი.

ღონისძიებას სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზი უმასპინძლებს.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S